What would you like to search for?

Identification Guide for Sturgeon Species

ზუთხისებრთა სახეობების სარკვევი

სარკვევის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ზუთხისებრთა დაცვის სფეროში არსებული ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებას, სამართლებრივი ინსტრუმენტების სათანადოდ გამოყენებასა და ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნას. სარკვევი მნიშვნელოვნად დაეხმარება კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ პირებს ზუთხისებრთა სახეობებთან დაკავშირებული არალეგალური ფაქტების გამოვლენაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კანონის აღსრულების გაუმჯობესებას და ზუთხისებრთა კონსერვაციის გაძლიერებას საქართველოში.
წინამდებარე სარკვევის საშუალებით შესაძლებელია საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული ზუთხისებრთა სახეობების იდენტიფიცირება. სარკვევი, გარდა საქართველოსთვის დამახასიათებელი ზუთხისებრთა სახეობებისა, მოიცავს ზუთხისებრთა იმ სახეობებსაც, რომლებსაც აქტიურად ამრავლებენ აკვაკულტურაში კომერციული მიზნით და რომლებიც, შესაბამისად, დომინირებენ ზუთხისებრთა ბაზარზე. სარკვევი ასევე განიხილავს აკვაკულტურაში აღწარმოებულ ზუთხისებრთა სამ ყველაზე მეტად გავრცელებულ ჰიბრიდს. სარკვევი გარკვეულწილად შესაძლებელს ხდის ზუთხისებრთა სახეობების ველურ გარემოში მოპოვებული ინდივიდების განსხვავებას აკვაკულტურაში გამრავლებული და გაზრდილი  ინდივიდებისაგან.

ზუთხისებრთა სახეობების სარკვევი შემუშავდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის კოორდინაციითა და WWF-შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით.
 

Read the full publication

ზუთხისებრთა სახეობების სარკვევი

Read the full publication

ზუთხისებრთა სარკვევი

Share This!

Help us spread the message